საქართველოში მოქმედმა თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა – თიზ-ებმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფოს მათში მოქმედი კომპანიების სია უნდა წარუდგინონ. ამას ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №184, რომლითაც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.
საგადასახადო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია BDO-ს იურიდიული მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული ცვლილების შედეგად, №996 ბრძანებას დაემატა ახალი მუხლი 41³ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა“, რის მიხედვითაც თიზ-ის ორგანიზატორი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონის საწარმოს შესახებ (მაგალითად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დასახელება და მისამართი, თიზ-ის საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, თიზ-ის საწარმოდ რეგისტრაციის თარიღი და სხვა) მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ. ამავე ვალდებულების შესრულება შესაძლებელია თიზ-ის ადმინისტრატორმაც განახორციელოს, თიზ-ის ორგანიზატორის განცხადებისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის საწარმოს შესახებ უკვე წარდგენილია ინფორმაცია და შემდეგ მოხდა ცვლილება – არაუგვიანეს ცვლილების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა. ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს ორგანიზატორის/ადმინისტრატორის დაჯარიმებას სსკ-ის 279-ე მუხლით დადგენილი სანქციით, პირველ ჯერზე 400 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1,000 ლარის ოდენობით.
ცვლილების შედეგად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2025 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული საწარმოების შესახებ, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ, ზემოხსენებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ ორგანიზატორებს / ადმინისტრატორებს არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა.
ამჟამად საქართველოში შემდეგი თიზ-ები ოპერირებენ:
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
თიზ-ებში მოქმედი კომპანიების საქმიანობა ძირითადად იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, ლოგისტიკას, ფარმაციას და კრიპტოვალუტების წარმოებას უკავშირდება.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…